რუსთავში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსთავში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

A+ A-

23:53 09/07/2020

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმაბინაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მანამდე ბინაში მცხოვრებმა მოქალაქემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი სავარაუდოდ მისმა ეტლით მოსარგებლე ძმამ გააჩინა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისივე თქმით, მამაკაცმა ცეცხლის გაჩენის შემდეგ სავარაუდოდ ბინიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. საცხოვრებელი კორპუსიდან განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. რამდენიმემათგანსდაკვამლიანების გამო, ადგილზე მყოფი სასწრაფოს ექიმების დახმარება დასჭირდა.