რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარია
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარია

A+ A-

22:11 09/07/2020

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძარია.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს კორპუსის მაცხოვრებელთა ევაკუაცია და ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.