„ოქროს მოწმე“ გური ამირხანაშვილი ხელახლა დაკითხეს
„ოქროს მოწმე“  გური ამირხანაშვილი ხელახლა დაკითხეს

A+ A-

19:15 09/07/2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში, 19 წლის ფეხბურთელის საქმეში თეთრპერანგიანი მამაკაცის ეპიზოდზე, „ოქროს მოწმე“ გური ამირხანაშვილი გამოიკითხა.

იგი დაკითხვაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა.

მან საგამოძებო უწყება ისე დატოვა, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, გუშინ უკვე დაიკითხა რეპერ ბერა ივანიშვილის მეგობარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ , რომელიც ეპიზოდის ფიგურანტი, თეთრპერანგიანი მამაკაცი არ აღმოჩნდა.

გუშინვე ცნობილი გახდა ამ ფიგურანტის ვინაობა.

იგი, სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ავტომექანიკოსი ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ღამეს, „ოქროს მოწმეს“, გური ამირხანაშვილს უკვე თბილისში, დიდუბეში შეხვდა და 4 წუთს ელაპარაკებოდა?. როგორც მან თავად აღნიშნა, „ოქროს მოწმეს“ საერთოდ არ იცნობს, დიდუბეში იმ ღამეს შემთხვევით მოხვდა და ამირხანაშვილმა ქუჩაში, შემთხვევით სთხოვა ტელეფონი, რომ დაერეკა.