საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის მოსკოვის "ცსკ"-ში გადასვლა!
საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის მოსკოვის "ცსკ"-ში გადასვლა!

A+ A-

16:20 09/07/2020

საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას სამწუხარო ფაქტად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკაში გადასვლასთან დაკავშირებით“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელია რუსულ "ცსკა"-ში გადავიდა. ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს