"გილეადი" "რემდესივირს" ევროპას შემოდგომაზე მიაწვდის
"გილეადი" "რემდესივირს" ევროპას შემოდგომაზე მიაწვდის

A+ A-

14:32 09/07/2020

კორონავირუსის წინაღმდეგ გამოსაყანებელი მედიკამენტის, "რემდესივირის" მწარმოებელი კომპანია "გილეადი" პრეპარტს ევროპას შემოდგომაზე მიაწვდის.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, „გილეადი“ თითოეულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის აქტიურ შემთხვევებზე დაყრდნობით გადაწყვეტს, თუ რომელ ქვეყანას რა რაოდენობის „რემდესივირი“ გადასცეს.

როგორც გერმანიაში „გილეადის“ მმართველი დირექტორი, ბეტინა ბაუერი ამბობს, კომპანია პრეპარატის წარმოებას დეკემბრამდე თვეში 190 000 დოზიდან 2 მილიონამდე გაზრდის, რაც კომპანიას სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

ბაუერის თქმით, ეს პრეპარატის ერთი სამკურნალო კურსის მაღალ ფასს, თითქმის 2 400 დოლარს ამართლებს.

„როიტერი“ წერს, რომ კომპანიის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც „გილეადმა“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატის, „რემდესივირის“ არსებული დოზების მარაგი აშშ-ს თითქმის სრულად მიჰყიდა.