„ქართული მარში“ ლიბერასტეთს დაგამთავრებთ! - ირაკლი შიხიაშვილი
„ქართული მარში“ ლიბერასტეთს დაგამთავრებთ! - ირაკლი შიხიაშვილი

A+ A-

14:07 09/07/2020

"ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა მთელ სალიბერასტეთს დაგამთავრებთ", - ამის შესახებ მოძრაობა „მარშის“ წევრი და წარსულში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი შიხიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „მარში“ ქართველი ერის დაკვეთას ამ არჩევნებზე შეასრულებს.

“ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა” ვიქნებით ის ძალა, ვინც მთელ სალიბერასტეთს დაგამთავრებთ სამუდამოდ!!! ჩვენ,მისი უდიდებულესობა ქართველი ერის დაკვეთას ვასრულებთ!!!", - წერს შიხიაშვილი.

ცნობისთვის, „ქართულმა მარშმა“ პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა“ დააფუძნა და მის რიგებს რამდენიმე კვირის წინ თავად შიხიაშვილიც შეუერთდა.