„ჩემი მეუღლე დაკავშირებულია თურმე ამ ამბავთან, რადგან ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ბილანიშვილთან“
„ჩემი მეუღლე  დაკავშირებულია თურმე ამ ამბავთან, რადგან ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს  ბილანიშვილთან“

A+ A-

13:09 08/07/2020

უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ“, - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ბრალდებებს ბერა ივანიშვილის მეგობრის, ავთო ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ მეუღლე სოციალურ ქსელში.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში აუცილებლად გამოსაკვლევია, დაკავებული რაგბისტების ნაცნობის, „კაწროს“ „როლი“ და მისი მოქმედება, რასაც ბილანიშვილის მეუღლე მიზანმიმართულად აგორებულ კამპანიას უწოდებს, რომელსაც ბერა ივანიშვილის ფაქტორით ხსნის. 

მისივე თქმით, ბილანიშვილის დედა ამ ბრალდებების გამო, ლოგინად ჩავარდა.

“ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე მთავარ არხს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა სიცრუისა და ჭორების გავრცელებას.

უკვე ერთ კვირაზე მეტია მთავარი არხის მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ.

ყოველგვარი მტკიცებულების და დასაბუთების გარეშე ისინი ცდილობენ დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.

და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ.

ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობსნახალოვკაში”, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან. ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.

ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო. ადვილია იმის თქმა, – “შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს”, ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან” “მაგათ არაფერი დაეჯერებათ” და აშ.

მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი.

არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს!

მთავარის მთავარი არხი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში, - წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე.