ფიროსმანის მუზა გამოჩნდა და "აქტრისა მარგარიტასთან" ფოტოს გადაღება მოითხოვა
ფიროსმანის მუზა გამოჩნდა და "აქტრისა მარგარიტასთან" ფოტოს გადაღება მოითხოვა

A+ A-

13:55 05/07/2020

1969 წელს პარიზში, ლუვრის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა მოეწყო.

ერთ დღეს გამოფენაზე ოთხმოციოდე წლის ქალბატონი გამოჩნდა, რომელმაც „აქტრისა მარგარიტასთან“ ფოტოს გადაღება ითხოვა.

ფიროსმანის ტილოების სანახავად მოსული ქალბატონი ამტკიცებდა, რომ ის მარგარიტა დე სევრი იყო, კაფე – შანტანის ფრანგი მოცეკვავე და მომღერალი, რომელსაც ნიკო ფიროსმანმა ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი 9 ურმით მიართვა…

ნიკო ფიროსმანზე ლუი არაგონს „ლეტლ ფრანსეზში“ სტატია გამოუქვეყნებია – „უცნობი საქართველოდან“

სტატიაში წერია: „ჩვენ შორის ჩნდება ახალი პილიგრიმი, რომელიც კვლავ იწვევს კამათს შესაძლებლისა და შეუძლებლის შესახებ ფერწერაში.

ის სრულიად უხმაუროდ ჩნდება იქიდან, საიდანაც არ ველოდით, საქართველოდან.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1862 წელს დაბადებული მომავალი მხატვარი, სრულიად უცოდინარი ბავშვი, იქ, თავის კახურ სოფელში ფერწერის უდიდესმა სურვილმა შეიპყრო.

შემდეგ კი ეს ბავშვი, რომლის დიდებაც წლების მანძილზე, ქუჩის სკანდალებით იყო შემოფარგლული, უცნაურად შემოაბიჯებს ლუვრში“.

:პრაიმტაიმი"