დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

12:57 07/06/2020

"გასული დღე-ღამის განმავლობაში გაკეთებულმა ტესტებმა 9 დადებითი პასუხი აჩვენა, მათგან 8 რუსეთიდან ჩამოსული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და 1 მედდა, ყველა მათგანი იმყოფებოდა კარანტინში".

ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ 7 ივნისს მიაწოდა ცხინვალის სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ.

7 ივნისის მონაცემებით, ცხინვალში კორონავირუსის მქონე 32 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 27 სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ორი ვლადიკავკაზიდან ჩამოსული სამოქალაქო პირი, ერთი ჯარისკაცი და ორი მედიკოსი.

კოვიდ-19-ით ინციფირების პირველი შემთხვევა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 5 მაისს დაფიქსირდა.

პირველი ინფიცირებულების გამოვლენიდან მალევე, დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიულ შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება 10 მაისიდან რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვრის სრულად ჩაკეტვის შესახებ.

"რადიო თავისუფლება"