ტრამპი ამერიკის საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს - აშშ-ის თავდაცვის ექსმინისტრი
ტრამპი ამერიკის საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს - აშშ-ის თავდაცვის ექსმინისტრი

A+ A-

18:28 04/06/2020

დონალდ ტრამპი ამერიკული საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილმა მინისტრა, ჯეიმს მეტისონმა განაცხადა და თეთრი სახლის ლიდერი გააკრიტიკა. მისი განცხადება ჟურნალმა The Atlantic-მა გამოაქვეყნა.

„დონალდ ტრამპი ჩემს ცხოვრებაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც არ ცდილობს ამერიკელი ხალხის გაერთიანებას და თავიც კი არ მოაქვს, თითქოს ცდილობდეს ამას. ამის ნაცვლად ის მის გაყოფას ცდილობს,“- წერს მატისი.

მისი თქმით, ამერიკელებს შეუძლიათ დაემყარონ თავიანთი სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ მხარეებს და გაერთიანდნენ პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე.

პენტაგონის ყოფილმა შეფმა ასევე განაცხადა, რომ ის „შეძრწუნდა“, როცა ორშაბათს პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ დაშალეს თეთრი სახლის წინ გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციის სასტიკი მეთოდების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ცნობისთვის, აშშ-ში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა 46 წლის შავკანიანი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი.