დავით გარეჯზე დღეს ან ხვალ სასიხარულო ამბავი არ იქნება - მდინარაძე
დავით გარეჯზე დღეს ან ხვალ სასიხარულო ამბავი არ იქნება - მდინარაძე

A+ A-

17:59 04/06/2020

დავით გარეჯის საკითხზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ, თუმცა, უახლოეს მომავალში სასიხარულო შედეგები არ იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი საკითხების გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარებაზე მუშაობა და მსჯელობა მიმდინარეობს.

„ორმხრივი კომისია ამაზე დიდი ხანია მუშაობს და ეს ახალი ამბავი არ არის. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს რამდენიმე თემა, რაც არის ძალიან საფრთხილო. ნებისმიერი საჯარო განცხადება რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს, როგორი პატრიოტული პათოსოთაც არ უნდა იყოს გამსჭვალული, შეიძლება იყოს გარკვეული საკითხების მაპროვოცირებელი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა მოვერიდოთ ხოლმე, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელიც შეიძლება ერთი მხრივ სიმართლეს შეიცავდეს და მეორე მხრივ მაპროვოცირებელი იყოს გარკვეული ცუდი მოქმედებების რომელიმე კონკრეტული ადამიანის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ნამდვილად კარგად მუშაობენ ამ საკითხზე. ჩვენ დღეს და ხვალ ამის შედეგს, ყველას რომ გაგვიხარდეს ისეთს არ ველოდებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ასეთი საკითხების მოგვარებაზე ვმუშაობთ, ვმსჯელობთ, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან,"- განაცხადა მდინარაძემ.