ყინული დაიძრა - საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დღეს, 17:00 საათზე იწყება
ყინული დაიძრა - საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა დღეს, 17:00 საათზე იწყება

A+ A-

11:05 04/06/2020

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება.

როგორც საკანონმდებლო უწყებიდან იტყობინებიან, ცვლილების საჯარო სატელევიზიო განხილვა 19:00 საათზე დაიწყება და დაინტერესებული მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პასუხი გაეცემა.

საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა 13 ივნისს, 21:00 საათზე გაგრძელდება ამჯერად, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

ცნობისთვის, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 17 მარტს შეიქმნა, თუმცა, რეგიონების მიხედვით საჯარო შეხვედრები ვერ ჩატარდა კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ამან განაპირობა განხილვის სატელევიზიო ფორმატიც.

რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებას. საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებიდან მომდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, ანუ 150 პარლამენტარიდან 120 იქნება პროპორციული სიით ხოლო 30 მაჟორიტარულით.

თუმცა, განვითარებულმა პროცესებმა პოლიტიკური სიტუაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები ბუნდოვანი გახადა.

ოპოზიცია აცხადებდა, რომ საერთაშორისო პარტიორების ჩართულობის მიღწეული შეთანხმება ორ პუნქტიანი იყო და გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა პოლიტპატიმრების: ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და სხვების გათავისუფლების საკითხსაც ითვალისწინებდა. ამ უკანასკნელად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მმართველი გუნდი და აცხადებდა, რომ შეთანხმებაში არანაირი პოლიტპატიმრებზე არ ყოფილა საუბარი.

თუმცა , მალე საზოგადოებამ იხილა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა გაათავისუფლა, მაგრამ ამ დრომდე პატიმრობაში რჩება გიორი რურუა.

"მთავარი არხის" დამფუძნებლის გამოშვების საკითხი ის ფუნდამენტური თემაა, რომლის გამოც ოპოზიცია არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილელებს მხარი დაუჭიროს, ვიდრე რურუა არ გათავისუფლდება.