საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა -ეზუგბაია
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა  80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა -ეზუგბაია

A+ A-

10:59 04/06/2020

კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 2-ს მძიმე პნევმონია აქვს.

„მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 144 პაციენტი მკურნალობს. უკვე 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ახალი დადასტურებული შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.

ჩვენი ცენტრის მონაცემები უცვლელია, გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, პრობლემური, მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ორი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, უმეტესი საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.