თავი დაანებონ მაჟორიტარული ოლქების გაყოფის მკვდრადშობილ პროექტს - ხუხაშვილი ოპოზიციას
თავი დაანებონ მაჟორიტარული ოლქების გაყოფის მკვდრადშობილ პროექტს - ხუხაშვილი ოპოზიციას

A+ A-

19:06 03/06/2020

ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარული ოლქების გაყოფის ნაცვლად კენჭი უნდა ყარონ. ამის სესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი წერს.

როგორც ხუხაშვილი განმარტავს, ეს პროექტი "მკვდრადშობილია".

“რჩევა 30 პარტიიან ამბიციურ გაერთიანებას: თავი დაანებონ მაჟორიტარული ოლქების გაყოფის მკვდრადშობილ პროექტს და იმოქმედონ პრინციპით – “30 ოლქი, 30 ლიდერი”. კენჭი იყაროს ყველა პარტიის ლიდერმა. ოლქები გაინაწილონ ფარული კენჭისყრით. გასაყოფიც აღარაფერი ექნებათ და თეთრი და შავიც გამოჩნდება",-წერს ხუხაშვილი.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიცურმა პარტიებმა უკვე შეთანხმებას მიაღწიეს მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერაზე და ყველაფერი კარგადაა.

მისივე თქმით, პარტიები პარტნიორები არიან ივანიშვილის წინააღმდეგ და კონკურენტები არჩევნებში. ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სპექტრისა და პოლიტიკურ ექსპერტთა ნაწილი აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შეძლებს წესიერი და ღირსეული კანდიდატების დაყენებას 30 მაჟორიტარულ ოლქში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დისონანსი მმართველი გუნდის ოპონენტების რიგებში მოძრაობა „ლელომ“ შეიტანა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ „ლელოს დადებას მარტო აპირებენ“ და პარტია ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატს წარადგენს.

ცნობისთვის, ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ ვინაიდან ოპოზიცია მაჟორიტარების თაობაზე ვერ თანხმდება, შესაძლოა მათ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდონ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა მოსალოდნელია, რომ ოპოზციამ „ხალხი გადააგდოს“.