გახარიას წინააღმდეგ ინფორმაციული შეტევაა დაწყებული - ვოლსკი
გახარიას წინააღმდეგ ინფორმაციული შეტევაა დაწყებული - ვოლსკი

A+ A-

15:53 03/06/2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია „ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად“ ვრცელდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა.

ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე „ნაცმოძრაობის" პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის", - განაცხადა ვოლსკიმ.