20 ივნისს რუსთაველს კვლავ გადავკეტავთ და კალაძესაც საყვედურს ეტყვიან - მაქარაშვილი
20 ივნისს რუსთაველს კვლავ გადავკეტავთ და კალაძესაც საყვედურს ეტყვიან - მაქარაშვილი

A+ A-

14:24 03/06/2020

„გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის შემდეგ, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე კვლავ მასშტაბური აქცია გაიმართება და გამზირიც გადაიკეტება.

როგორც „2020NEWS”-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, მიუხედავად პარლამენტის წინ  აღმართული „მწვანე ღობისა“, რომელიც ხელის შემშლელი ფაქტორია ერთგვარად, აქცია მაინც ჩატარდება.

“მიუხედავად იმისა, რომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და შეგვიზღუდა საპროტესტო სივრცე, ჩვენ მაინც არ შევუშინდებით ამას და აქცია აუცილებლად გაიმართება, უბრალოდ ჩვენ მოგვიწევს იმ ტერიტორიის ათვისება, რაც არის რეალურად,დარჩენილი და რეალურად აქ ხალხი არ დაეტევა, თუმცა უფრო მარტივად და სწრაფად  გადაიკეტება რუსთაველის გამზირი, რის გამოც, სავარაუდოდ,  კახა კალაძეს ძალიან დიდ საყვედურს ეტყვიან“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

როგორც მაქარაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, 20 ივნისს აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასაზოგადოებას არ დაავიწყდეს, თუ რა მოხდა 1 წლის წინ, სწორედ ამ დღეს.

„20 ივნისს აუცილებლად ვიკრიბებით, ვინაიდან ეს დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე და ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რა მოხდა სწორედ ამ დღეს, ერთი წლის წინ. ჩვენ აქტიურად უნდა ვისაუბროთ, თუ რა შიცვალა ამ ერთ წლის მანძილზე, სად ვიყავით და სად ვართ!

თუმცა ამ კორონაპანდემიის გამო, მთელი რიგი ბარიერები გვექნება და  აქციის მონაწილეების უსაფრთხცოება დაცული ინება.

შევეცდებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ისე დავდგეთ, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ესმოდეს ჩვენი, გამომსვლელებისა და სპიკერების ხმა. მოისმინონ და დაინახონ ყველა ის პერფორმანსი, რის გახსენებასაც ვგეგმავთ, რომელიც ერთგვარად იქნება „ტრიბიუტი“ 2019 წლის 20 ივნისის - „გავრილოვის ღამის“.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მეცნიერების, კულტურის, პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებთან და ყველა საზგადოდ აქტიურ ადამიანებთან, ასევე იქნებიან ახალი სახეებიც, რომლებიც გამოვლენ და ესაუბრებიან ხალხს, შექმნილ ვითარებაზე“, -  განაცხადა მაქარაშვილმა.

ცნობისთვის, საპროტესტო გამოსვლები და აქციის დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს მოხდა.  მოქალაქეთა პროტესტი თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. 

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

მარიამ მაჭარაშვილი