8 536 ინფიცირებული - რუსეთი კვლავ კორონავირუსულ რეკორდებს ამყარებს
8 536 ინფიცირებული - რუსეთი კვლავ კორონავირუსულ რეკორდებს ამყარებს

A+ A-

12:47 03/06/2020

საქართველოს მეზობელ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კვლავ რეკორდული მატება ფიქსირდება.

გასულ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 8 536 და გარდაცვალების 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

რუსეთში უკვე დადასტურებულია ინფიცირების 432 277 შემთხვევა, მათგან 5 215 გარდაიცვალა, ხოლო 231 105 „ჩინურ ვირუსს“ კვლავ ებრძვის.

ქვეყანაში ინფიცირების გავრცელების დღიდან დღემდე გამოჯანმრთელებულია 195 957 პაციენტი.

რუსეთში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ მოსკოვია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოსაცდელად სამხედრო მოსამსახურეებიდან 50 მოხალისე  შეირჩა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოხალისეები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფიდან შეარჩიეს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში ქალაქ უხანში გავრცელდა და უკვე 213 ქვეყანაშია დადასტურებული.

მსოფლიოის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 6 464 534 და გარდაცვალების 382 722 შემთხვევა.

ინფიცირებულთაგან 3 077 808 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 003 999 კვლავ ებრძვის  „უხილავ მტერს“, მათგან  54 516 კვლავ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

მარიამ მაჭარაშვილი