კორონავირუსით გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ვირუსი აღარ ჰქონდა - ლევან გოფოძე
კორონავირუსით გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ვირუსი აღარ ჰქონდა - ლევან გოფოძე

A+ A-

12:28 03/06/2020

კორონავირუსით გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს ვირუსი აღარ ჰქონდა, თუმცა ვირუსმა ის მძიმე თანდაყოლილი გართულებები გაამწვავა, რაც პაციენტს აღენიშნებოდა. ამის შესახებ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს პაციენტი მოყვანილი იყო ჩვენთან მაისის დასაწყისში. გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველდღე ვამბობდით, რომ გვყავს კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კოვიდინფექციის გარდა, მას ჰქონდა ბევრი თანდაყოლილი გართულება. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მძიმე დისტრესს სინდრომით და სეპტიური შოკით. ჩვენთან დაუდგინდა ფილტვის არტერიის ემბოლიის დიაგნოზი. ამასთანავე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა და ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იყო სტაბილიზაცია, თუმცა შემდგომში დამძიმდა ისევ მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული“, - განაცხადა გოფოძემ.