აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი 6 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია — ქაშიბაძე
აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი 6 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია — ქაშიბაძე

A+ A-

16:11 31/05/2020

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი 6 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას

"პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია, 25% მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობაა, 6 წლის ბავშვზეა საუბარი. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ტრავმა მიიღო ბენზინის აალების შედეგად. ძირითადად უკანა ზედაპირები აქვს დამწვარი" — განაცხადა გუგა ქაშიბაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.