აშშ-ში, საპროტესტო აქციების გამო, 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა
აშშ-ში, საპროტესტო აქციების გამო, 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

A+ A-

11:13 31/05/2020

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო,  ამერიკაში, 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

CNN-ის ინფორმაციით, ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

რამდენიმე დღის წინ  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, რომელიც ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ. მამაკაცი მომხდარის შემდეგ გარდაიცვალა.