1-ელი ივნისიდან ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება
1-ელი ივნისიდან ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება

A+ A-

16:28 30/05/2020

1-ელი ივნისიდან ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოფისში მისვლის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირბადე, დაიცვან ოფისში განთავსებული უსაფრთხოების რეკომენდაციები და გაითვალისწინონ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მითითებები.

„მოგეხსენებათ, რომ ადვოკატთა ასოციაციის ოფისები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, 12 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებდა. გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან, ასოციაციის თბილისის ოფისი მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს უბრუნდება.

ამასთან, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, იმოქმედებს შემდეგი წესები: ოფისის სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 18:00 საათამდე; პირს, რომელსაც ესაჭიროება ასოციაციის ოფისში ვიზიტი, მომსვლელთა დიდი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ვიზიტის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს ასოციაციის ადმინისტრაციას, შემდეგი სატელეფონო ნომრებზე: საწევრო საკითხები (ცნობა, მოწმობა, განცხადება, საწევრო გადასახადი ა.შ.) – (032)-298-78-78 (შიდა N 2). თავმჯდომარის სამდივნო - (032)-298-78-78 (შიდა N 3), ეთიკის კომისია - (032)-298-78-78 (შიდა N 4), სასწავლო ცენტრი - (032)-298-78-78 (შიდა N 5), კომიტეტები - (032)-298-78-78 (შიდა N 6), სხვა საკითხები - (032)-298-78-78 (შიდა N 6).

ოფისში გამოცხადებისას, გთხოვთ, თან იქონიოთ პირბადე, დაიცვათ ოფისში განთავსებული უსაფრთხოების რეკომენდაციები და გაითვალისწინოთ ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მითითებები. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.