ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგია - ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგია - ეკონომიკის მინისტრი

A+ A-

16:02 30/05/2020

ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგია. ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა.

მინისტრის თქმით, მიმდინარე წელი მოსახლეობისთვის რთული იქნება.

"ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგია... აპრილში -16,6% ვარდნა მოსალოდნელი იყო და ეს არის ჩვენი შეგნებული პოლიტიკის შედეგი.

ამ დროს იყო ზუსტად საგანგებო ვითარება, როდესაც ეკონომიკური საქმიანობა არსებითად შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან.

მაისი იქნება მძიმე. ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადი არის მძიმე და არ იქნება სახარბიელო, იმიტომ რომ მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5%-იან ვარდნას", - განაცხადა თურნავა.