ტრამპმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას იკამათეს
ტრამპმა და მერკელმა სატელეფონო საუბრისას იკამათეს

A+ A-

15:45 30/05/2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას ნატო-ზე და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე იკამათეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ აშშ-ის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ კვირაში გამართული სატელეფონო საუბრისას, ორ ლიდერს მწვავე უთანხმოება ჰქონდათ საკითხებზე, მათ შორის, ნატო-ზე, რუსეთსა და გერმანიას შორის მშენებარე გაზსადენ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე და ჩინეთთან ურთიერთობაზე“, – წერს გამოცემა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი შტეფენ ზაიბერტი კომენტარს არ აკეთებს, იყო თუ არა ორ ლიდერს შორის კამათი. ბერლინში აცხადებენ, რომ ანგელა მერკელმა უარყო დონალდ ტრამპის მოწვევა, რომელსაც „დიდი შვიდიანი“ სამიტის ჩატარება თეთრ სახლში სურს.

"1tv.ge"