ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო
ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთს გადაუსწრო

A+ A-

10:37 30/05/2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსისგან 1 180 ადამიანი გარდაიცვალა. 

"Worldometers"-ის სტატისტიკის მიხედვით,  ქვეყანაში ვირუსს 27 944 პაციენტი ემსხვერპლა. ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ ესპანეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 29 526 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 468 338-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ვირუსი პირველად ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა და უკვე მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებულია. დადასტურებულია ინიფიცირების 6 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 367 ათასამდე შემთხვევა.