ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

17:39 29/05/2020

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1761 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5366 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5071 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0295 ლარი შეადგინა.