"ევროპულმა საქართველომ" გახარიას ტყუილები დაუთვალა - ბოკერია
"ევროპულმა საქართველომ" გახარიას ტყუილები დაუთვალა - ბოკერია

A+ A-

17:02 29/05/2020

ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში.

ბოკერიას თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ ისინი უფრო ჭვიანები არიან, ვიდრე ხალხი.

"დაფიცებული გაქვთ ხატზე მე მგონი, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, რომ თქვენზე უკეთ ჩვენ დავხარჯავთ თქვენს ფულს, ასეთ გასაჭირშიც კიო.

ესეთი გასაჭირი რომ დაატყდა ქვეყანას, თქვენ გამო არა, ეპიდემიის გამო, თქვენ მერე დაამატეთ მავნებლური ნაბიჯები, როცა გაუაზრებლად დახურეთ ეკონომიკა, დააგვიანეთ გახსნა და ახლა გადასახადებს არ ამცირებთ.

ამ დროს არ უნდა შეუმსუბუქოთ ტვირთი ხალხს? რატომ არ გინდათ, რომ შეუმსბუუქოთ, რომ მეტი ფული დაუტოვოთ?

თქვენ რატომ გგონიათ, რომ უკეთ იცით რაზე უნდა დაიხარჯოს ბიზნესში ფული, ვიდრე საბაზრო ეკონომიკამ და მოქალაქეებმა", -განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ევროპულმა საქართველომ” დათვალა მთავრობის ტყუილები.

"ვინ იყო ეგეთი ბრიყვი, რომ ილუზია ჰქონდა, ამ პარლამენტში, მათ შორის იქ, სადაც „ევროპული საქართველო“ არსებობს, ეგეთი ტყუილები დაუშვს და ეგონოს, რომ ამას ვერავინ შეამოწმებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სწორედ ამ ორმა ფრაქციამ დაიბარა ინტერპელაციის წესით  გიორგი გახარია პარლამენტში.