საქართველო არ იმსახურებს ჯალათ პრემიერს და თვალთხარია გახარიას - თინა ბოკუჩავა
საქართველო არ იმსახურებს ჯალათ პრემიერს და თვალთხარია გახარიას - თინა ბოკუჩავა

A+ A-

15:34 29/05/2020

საქართველო არ იმსახურებს ჯალათ პრემიერს. ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინათია ბოკუჩავა გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ქვეყანა უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს.

მისივე თქმით, პრემიერი ვერასოდეს ჩამოირეცხავს "თვალთხარია გახარიას" სახელს.

„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ მიმართული, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა.

შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს. თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები.

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების კითხვებს პასუხობს. სწორედ ამ ორმა ფრაქციამ დაიბარა ინტერპელაციის წესით გიორგი გახარია.