"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთის ღირსნი ხართ, მაგრამ ხალხმა რა დააშავა?! - ირმა ინაშვილი
"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთის ღირსნი ხართ, მაგრამ  ხალხმა რა დააშავა?! - ირმა ინაშვილი

A+ A-

15:36 29/05/2020

"ნაციონალური მოძრაობის“ ფონზე "ქართული ოცნება“ უკეთესი არ არის. ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა და პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.

„თქვენ “ნაციონალური მოძრაობა” გჭირდებათ ყოველი არჩევნების წინ, რომ უკეთესები გამოჩნდეთ, მაგრამ მათ ფონზე უკეთესები არ ჩანხართ. თქვენც იგივეს აკეთებთ, რასაც ისინი. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთის ღირსნი ხართ, მაგრამ ხალხმა რა დააშავა?!“ - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.