ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის
ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის

A+ A-

15:35 29/05/2020

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა.

რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მოლის სივრცეში მომხმარებლები ​პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ძირითადი მოთხოვნებია:

  • უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;
  • ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
  • ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;
  • მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე ერთი ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე ერთი ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;
  • მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;
  • აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით).