დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ახერხებს, მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის - გიორგი გახარია
დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ახერხებს, მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის - გიორგი გახარია

A+ A-

15:10 29/05/2020

დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ახერხებს, მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი გაჭირვებაზე, სიღარიბეზე პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიღებას ცდილობს.

„სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ იმაში, რომ როდესაც უმწვავესი კრიზისის დროს ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რათა ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შეუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე.

ძალიან კaრგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ ადამიანის ინეტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით",- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერი გახარია პარლამენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. პრემიერი კანონმდებლების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობს.