პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება - გახარია
პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება - გახარია

A+ A-

14:37 29/05/2020

პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთებით წელს გაიზარდა პენსია პენსიონერებისთვის 20 ლარით. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.