მძღოლები, რომლებიც სატრანზინო მარშუტებს ასრულებენ, ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენენ - გახარია
მძღოლები, რომლებიც სატრანზინო მარშუტებს ასრულებენ, ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენენ - გახარია

A+ A-

14:27 29/05/2020

მძღოლები, რომლებიც სატრანზინო მარშუტებს ასრულებენ, ეპიდემიის თვალსაზრისით ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს გადამზიდავი კომპანიების მფლობელებს მოუწოდა, რომ მთავრობასთან მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა ინფიცირების გავრცელების პრევენცია მოახდინონ.

„მინდა, პირველ რიგში გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, რამეთუ გამოდის, დღეს ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ  მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, მას შემდეგ, რაც დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა არ დაფიქსებულა არცერთი შემთხვევა, რომ მოქალაქეები პირბადის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.