მამუკა ხაზარაძემ "ლელო საქართველოსთვის" ახალი ლოგო და სლოგანი წარადგინა
მამუკა ხაზარაძემ "ლელო საქართველოსთვის" ახალი ლოგო და სლოგანი წარადგინა

A+ A-

14:01 29/05/2020

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ორგანიზაციის ახალი ლოგო და კამპანია, სახელწოდებით „ახალი ძალა, ახალი იმედი“ წარადგინა.

ხაზარაძის განცხადებით პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ლოგოტიპი გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა.

მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ მსოფლიოს ახალი იმედი და ახალი ძალით განვითარება სჭირდება და ამიტომ „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა, კრიზისის ფონზე აჩვენოს მასშტაბური წარმატების და გამარჯვების მაგალითები.