ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

A+ A-

13:02 29/05/2020

18 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

სხდომის დაწყებამდე იგი ამბობდა, რომ თანამდებობაზე შეთავაზება მან შალვა თადუმაძისგან მიიღო.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მივიღე შეთავაზება, მე პირადად აქამდე მიმაჩნდა რომ ზოგადად საერთო სასამართლოების ხედვა და მიდგომები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული მათ შორის კონსტიტუციური  კონტროლის განხორციელებისას, ძალიან მნიშვნელოვანია და წაადგება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას.

ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში. ყოველ შემთხვევაში შევეცდები“,- ამბობდა როინიშვილი სხდომის დაწყებამდე.

"prime time"