რა შინაარსის წერილები გაუგზავნა ილია მეორემ ვლადიმერ პუტინს და დიმიტრი მედვედევს?!
რა შინაარსის წერილები გაუგზავნა ილია მეორემ ვლადიმერ პუტინს და დიმიტრი მედვედევს?!

A+ A-

13:03 29/05/2020

„2 შემდეგ საათის დამიბარა და სამი სხვადასხვა ჯვარი და ორი წერილი გადმომცა. წერილები და ჯვრები რუსეთის მოქმედი და ახალი პრეზიდენტებისთვის და მესამე ჯვარი მედვედევის მეუღლისთვის“, - იხსენებს საკუთარ მოგონებებში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი 2008 წლის მოვლენებს, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ავტორი „ვარდოსნებმა“ რუსეთში საქართველოს დესპანად წარადგინეს.

ეროსი კიწმარიშვილი:

“ერთიც არის, რაც 2003 წლამდე მოხდა, სააკაშვილისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ არის. რაც მას არ უკავშირდება, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მან გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალური დაფა დაკიდა და მუდმივი ცეცხლი დაანთო, რაც ძალიან კარგია. ეს მის სახელს უკავშირდება და იქ ალბათ ხშირად მივა, მაგრამ განა მას რამე დაუშავეს იმ მოხუცებმა, რომლებმაც  9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვაკეში ძლივს მიაღწიეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალამდე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რწმუნებათა სიგელი 15 მაისს უნდა ჩამებარებინა. მოსკოვში წასვლამდე პატრიარქთან მივედი და ილია მეორეს კურთხევა ვთხოვე. მე ეს არ გამიკეთებია კამერების წინ, პიარისთვის, რასაც პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ. პატრიარქს დავეკითხე, რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს ეკლესიას და რისი გაკეთება შემეძლო მე, მის წიაღში მყოფ ქართველს რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. პატრიარქს გულწრფელად ვუთხარი, რომ ქვეყანა ომის ზღვარზეა, ჩვენთანაც გაძლიერდა ე.წ “ომის პარტია”და ამის გამო შეშფოთებული ვარ-მეთქი. პატრიარქი დამეთანხმა, ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან მაშფოთებსო.

პატრიარქმა დამლოცა და კურთხევა მომცა. დამაიმედა, ყველაფერში დაგეხმარებიო.  პატრიარქმა მითხრა, შენ შეგიძლია ქართულ-რუსული ურთიერთობა დაარეგულირო. დარწმუნებული ვარ, შენ ამას გააკეთებო.

- ოღონდ, - პაუზა გააკეთა მან, რადგან პატრიარქი მძიმედ ავად არის და მეტყველება ცოტა უჭირდა, - შენ ხომ რუსეთში დიდხანს დარჩები? - მკითხა.

- მე პირიქით, მინდა ორი ვადითაც დავრჩე-ვუპასუხე. ვიცი რა არის გასაკეთებელი რუსეთთან ურთიერთობაში და თუ თქვენც და ხელისუფლებაც მხარს დამიჭერს, ძალიან ადვილად შეიძლება სიტუაციის დალაგება-თქო.

- არაო, მითხრა, დიდხანს დარჩი, მაგრამ არ იფიქრო, რომ რუსებთან ასე მარტივად გამოვა რამეო. ეგენი ძალიან რთულები არიან და ასე ადვილად მაგათ გულს ვერ მოვიგებთო. მაგრამ შენ მაინც სცადეო. რომ გიყურებ და გისმენ, მჯერა, რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია. შენ არა მარტო სააკაშვილის და საქართველოს ელჩი ხარ, ეკლესიის ელჩიც ხარო.

მთავარი, რაც ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის და დღემდე მახსენდება, - მასთან მისვლამდე თავს მსუბუქად ვგრძნობდი. ხომ ხდება, რომ რაღაც პროცესების მასშტაბებს უცებ მთელი სიღრმით ვერ გაიაზრებ. პატრირქთან საუბრის შემდეგ ძალიან დავმძიმდი, საქართველოს წინაშე ჩემი პასუხიმგებლობა, არ ვიცი გაათმაგდა, თუ, კიდევ რამდენჯერ გაიზარდა.

ჩემი მრჩეველისგან, ვახტანგ ტატუნაშვილისგან ვიცოდი, რომ რუსეთის ახალი პრეზიდენტის მეუღლე ძალიან მორწმუნეა. მისი გავლენით ასეთივეა ვლადიმერ მედვედევიც. ტატუნაშვილი დამპირდა, რომ მათ მოძღვარს გამაცნობდა, რამაც ძალიან გამახარა. ამის გამო, პატრიარქს ვთხოვე, რუსეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლისთვის გადასაცემად რაიმე საჩუქარი გაეტანებინა. - პატრიარქმა, კარგიო, ოღონდ ერთი-ორი საათი მაცადეო.

მართლაც, 2 შემდეგ საათის დამიბარა და სამი სხვადასხვა ჯვარი და ორი წერილი გადმომცა. წერილები და ჯვრები რუსეთის მოქმედი და ახალი პრეზიდენტებისთვის და მესამე ჯვარი მედვედევის მეუღლისთვის.

15 მაისს, როცა მე რწმუნების სიგელის ასლის გადასაცემად მივედი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვისაც პირველად შევხვდი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმართველოს უფროსს კენინს, ვუთხარი პრეზიდენტებისთვის ჩვენი პატრიარქის გამოგზავნილი საჩუქარები მაქვს-მეთქი. პროტოკოლს ჩააბარეო და მეც ასე მოვიქეცი. წესით მედვედევთან შეხვედრა რწმუნებათა სიგელის ორიგინალის გადასაცემად ივლისის ბოლოს მიწევდა, მაგრამ შემდეგ თარიღმა სექტემბერში გადაიწია და ამიტომ, ვამჯობინე მისი საჩუქრის პროტოკოლისთვის ჩაბარება, ხოლო სვეტლანა მედვედევას საჩუქარი 2 დღის შემდეგ მის მოძღვარს კრემლთან ახლოს მდებარე ეკლესიაში გადავეცი.

მამა ვლადიმერ ვოლგინი ძალიან კარგი პიროვნება აღმოჩნდა. ჩვეულებრივი მღვდელია, მაღალი სასულიერო წოდება არ აქვს. მითხრა, ზუგდიდში საეკლესიო სიწმინდეების სანახავად ვიყავი და მაშინ მქონდა ბედნიერება ილია მეორეც მენახაო. პატრიარქზე ძალიან მოწიწებით საუბრობდა, უდიდეს საეკლესიო მოღვაწედ მოიხსენიებდა.

მოძღვარი თბილად დამემშვიდობა და მან სამი დღის შემდეგ დამირეკა. მითხრა, რომ ქალბატონ სვეტლანას ჯვარი გადასცა. იგი ლიან აღშფოთებულა, როცა გაუგია, რომ მისი მეუღლის ჯვარი ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. საქართველოს პატრირქის მიერ ნაკურთხი ჯვარი ჩვენთვის სიწმინდეაო და მან იზრუნა იმისათვის, რომ პრეზიდენტის პროტოკოლმა ძალიან სწრაფად ჩააბარა ადრესატებს საჩუქარი. ამ ამბით მამა ვლადიმერიც ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

მეც კმაყოფილი დავრჩი. პატრიარქის დახმარებით, შეგვეძლო რუსეთის პრეზიდენტის ოჯახთან პირდაპირ დაკავშირება. პირადი მოძღვარი პრეზიდენტის ოჯახში საკვირაო სადილებს ესწრება, მათთვის იმდენად ახლობელი ადამიანია, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და მასზე ღრმად საუბარი არ შეიძლება, ფაქიზი იმ გაგებით, რომ ძალიან ინტიმურ მხარეს ეხება, მაგრამ მე არ გამომიყენებია ეს ბოროტი მიზნით, ამიტომ ვთვლი, რომ მასზე საუბარი შემიძლია.

რადგან ვნახე, რომ სვეტლანა იმისოვნა ასეთი აქტიური იყო, გამიჩნდა აზრი იქნებ სანდრა და ის დამეკავშირებინა ერთმანეთისთვის.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებას პრეზიდენტის პირადი მოძღვარი ვლადიმირ ვოლგინი მეუღლესთან ერთად დაესწრო. თუმცა ეს სხვა ისტორიაა და მას ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ.

15 მაისს სრულუფლებიანი ელჩი გავხდი. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო ოფიციალურად საქმიანობის წარმოება. ელჩისთვის ყველაზე საყვარელი რიტუალი პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემაა. მიდიხარ პრეზიდენტის სასახლეში მეუღლესთან ერთად, გადასცემ სიგელს, გაიცნობ, იღებ სამახსოვრო ფოტოს, რის შემდეგაც მასთან ერთად შამპანურის თანხლებით ფურშეტს ესწრები.

მე სიგელი თურქეთის, აშშ-ს, ბრიტანეთის და უკრაინის ელჩებთან ერთად უნდა გადამეცა, თუმცა აგვისტოს მოვლენების გამო ვეღარ მოვასწარი.

გამოუცდელი ადამიანისათვის ცალკე პრობლემაა ერთმანეთისთვის მამის სახელით მიმართვა. იძულებული ხარ, ერთი სახელის მაგივრად აუცილებლად ორი დაიმახსოვრო. ზურაბ აბაშიძემ მასწავლა, სახელი და მამის სახელი ერთ სახელად დაიმახსოვრეო. მე ძალიან მიყვარს ჩემზე გამოცდილ და განათლებულ ადამიანებთან რაიმე საკითხზე კოსულტაციის გავლა, ეს პრობლემას არასდროს მიქმნიდა. ესეც სწრაფად ავითვისე. მივედი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომლის ინიციალებია -  კგბ და იოლად დავიმახსოვრე, კარასინ გრიგორ ბორისის ძე.

გრიგორი ბორისიჩი არის მართლა ძალიან სიმპატიური, ოღონდ კლასიკური რუსი არისტოკრატი, მაღალი, ახოვანი. სხვათა შორის, ბოლოს ის იყო რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. აქვს რაღაც უმაღლესი დიპლომატიური წოდება. ანუ, გარდა თანამდებობისა, აქვს დიდი რანგი და პლიუს, ძალიან გავლენიანია, არის ძალიან ცნობილი საეკლესიო ცენტრი „მარფა მარიევსკაია ობიტელ“, რომლის “პოპეჩიტელსკი საბჭოს წევრია. ამ საბჭოში არიან მედვედევის ცოლი, რკინიგზის უფროსი, პუტინის თანამებრძოლი იაკუნინი და სხვა ძალიან გავლენიანი რუსები.

მე დამწყები დიპლომატი ვიყავი, ის ძალიან გამოცდილი და გადავწყვიტე მასთან ღია და გახსნილი  დიალოგით გავსულიყავი ფონს. ამიტომ წავედი გულწრფელობაზე, რითაც თავის დროზე იგივე შევარდნაძემ დასავლეთის კეთილგანწყობა დაიმსახურა.

გრომიკოს მერე, მოვიდა ღიმილიანი კაცი, რომელმაც მართალია ინგლისური არ იცოდა, მაგრამ იღიმოდა და რაღაც ანეკდოტებს ყვებოდა. მას დღემდე კარგ მინისტრად მიიჩნევენ. ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე პატივს სცემს და საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფილ მინისტრებთან ერთად შევარდნაძის სურათიც ჰკიდია.

კარასინს პირდაპირ ვუთხარი, რომ არა ვარ უბრალო ელჩი. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე იმ რევოლუციაში, რომელსაც თქვენ ვერ იტანთ. ამიტომ ნუ განმიხილავთ უბრალოდ ახალაგაზრდა ელჩად, მე შემიძლია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, დროის მოგების მიზნით, კომუნიკაცია უშუალოდ სააკაშვილთან ვიქონიო.

  • ”შენი ეს განწყობა მომწონს, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს“, - მიპასუხა.

მე ჩავთვალე, რომ იმ მომენტში მე მას გადავეცი ჩემი სურვილი და ენერგია, რომ თუ პრობლემა გვაქვს, გადავწყვიტოთ.

ამის შემდეგრია-ნოვოსტისოფისში პრესკონფერენცია ჩავატარე, სადაც ვთქვი რომ, დედას გეფიცეფით, ჩვენ ომის დაწყება არ გვინდა-მეთქი, და ჩვენში - გულწრფელად ჩემს თავს და ქართველებს ვგულისხმობდი. საქართველოს სახელით ვლაპარაკობდი და არ ვიტყუებოდი. ჟურნალისტებსაც მოეწონათ ჩემი გულწრფელობა და უცებ ყველამ გამიცნო, თან საკმაოდ პოზიტიური მესიჯით - ომი არ გვინდა.

დიპლომატიაში დამკვიდრებული წესია, რომ ახლადდანიშნული ელჩი პირველად იმ ქვეყანაში ყველაზ სტაჟიან ელჩს უნდა შეხვდეს. ასეთი სიერა-ლეონეს ელჩი აღმოჩნდა და მე ტრადიციის დასაცავად, მასთან წავედი. მოგვიანებით, ჩვენმა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა და საპარლამენტო კომისიაზე ჩვენების მიცემისას დეპუტატებმაც, გამაკრიტიკეს რა გესაქმებოდა სიერა-ლეონეს ელჩთანო. სხვებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მინისტრის მხრიდან ეს უბრალოდ იმას ნიშნავდა, რომ საერთოდ ვერ ერკვეოდა რა სფეროში მუშაობდა, ჩვენდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა“ - წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

18. რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

19. როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან გადაყენებას და რაში იხდიდა 220 მილიონ დოლარს?

20.ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?

21."ჩემს წინააღმდეგ ზურაბ ჟვანის თანაშემწეს რედაქციებში ცილისმწამებლური წერილები და 500 დოლარი ერთად დაჰქონდა"