საფრანგეთში ნიკოლოზ ბასილაშვილს შესაძლოა თამაში საერთოდ აუკრძალონ
საფრანგეთში ნიკოლოზ ბასილაშვილს შესაძლოა თამაში საერთოდ აუკრძალონ

A+ A-

13:00 29/05/2020

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

როგორც გიორგი ფოფხაძე ფრანგული ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთში ნიკოლოზ ბასილაშვილს შესაძლოა თამაში საერთოდ აუკრძალონ.

“ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და იმ ბიჭს ნიკა ბასილაშვილს საშვილიშვილოდ გაუფუჭა საქმე მისმა ცოლმა.. ახლა მელაპარაკა ჩემი მეგობარი ფრანგულ ჩოგბურთის ფედერაციაში მუშაობს, “როლან გაროსის” ჩატარება-არჩატარების საკითხზე ვთხოვე კომენტარი და… მერე ბასილაშვილზეც ვილაპარაკეთ, მე კი ვუთხარი გაუჩალიჩეს-მეთქი მარაა…აბა, მე ვინ ვარ.

შესაძლებელია საერთოდ აუკრძალონ თამაშიო..

რავი, სულო, ცოდვილო მარაა, რატომღაც მგონია რომ, სპეციალურად მოწყობილი პროვოკაციაა ამ ბიჭის მისამართით…”

შეგახსენებთ,  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.