რომან გოცირიძემ გიორგი ვოლსკის "ესროლა" (ვიდეო)
რომან გოცირიძემ გიორგი ვოლსკის "ესროლა" (ვიდეო)

A+ A-

12:42 29/05/2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკის, ესროლა.

პარლამენტში პოლიტიკოსების ჩაწერესისას ჟურნალისტებმა კურიოზული კადრები დააფიქსირეს. რომან გოცირიძემ თითებით იარაღი გამოსახა და გიორგი ვოლსკის დაუმიზნა.

„შესანიშნავი შვიდეულის ერთ-ერთი მთავარი წევრი ვარ, ძალიან დიდი ხნის გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში. ამ შვიდეულს მერე ჩამოგითვლით, ვინ არის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, რამენიმე დღის წინ ვოლსკიმ მას პირდაპირ ეთერში თითით „დაუმიზნა“ და „ესროლა“. დღეს კი მან პასუხი გოცირიძისგანაც მიიღო.