რუსეთში კოვიდინფექციით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში კოვიდინფექციით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

A+ A-

12:33 29/05/2020

რუსეთში კოვიდინფექციით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და რუსეთი "მსოფლიო ლიდერთა" სიაში მესამე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსით 232 ადამიანი გარდაიცვალა. დროის ამავე პერიოდში ინფიცირების 8572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის, რუსეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 387 623 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4374-ს შეადგენს.

ქვეყანაში 159 257 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 223 992 ინფიცირებული კვლავ ებრძვის ვირუსს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული. დადასტურებულია ინფიცირების 6 მილიონამდე შემთხვევა.