2020 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
2020 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

A+ A-

11:44 29/05/2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 3493 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია.

2019 წლის აპრილში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 5579 შეადგინა. თუ შარშან, აპრილში თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 279-ს, წელს ეს რიცხვი 288-მდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში ყველაზე მეტი, 1300 დანაშაული ჩადენილი იყო საკუთრების წინააღმდეგ.

იგულისხმება ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, ნივთის დაზიანება და ა.შ. გაიზარდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულთა სტატისტიკა – 2020 წლის აპრილში ქვეყანაში ამ სახის 967 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 678-ს შეადგენდა.

ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობაც და თუ შარშან, აპრილში ეს რიცხვი 500-ს შეადგენდა, წელს 62-მდე შემცირდა.