აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა
აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა

A+ A-

11:36 29/05/2020

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იანვარ-აპრილის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გარკვეულწილად შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 16.6%-იანი შემცირება.

შესაბამისად, პირველი 4 თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6%-ია“,- განაცხადა თოდრაძემ.

"BPN"