კავკასიის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ სომხეთი ლიდერობს
კავკასიის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ სომხეთი ლიდერობს

A+ A-

11:32 29/05/2020

კავკასიის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ სომხეთი ლიდერობს. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 8 676-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში გარდაცვლილია 120 ადამიანი, მათგან 7 გასულ 24 საათში. ხოლო გამოჯანმრთელებულია 3 297 ინფიცირებული.

მეორე ადგილს კვლავ აზერბაიჯანი იკავებს. იქ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საერთო რაოდენობა 4 759-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანში ერთ დღეში „კოვიდ 19“-გან 125 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 კი - დაიღუპა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 022 გამოჯანმრთელდა.

რეგიონში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში ფიქსირდება.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დადასტურდა ინფიცირების 738 შემთხვევა, ხოლო 12 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებულია ინფიცირებული პაციენტების ნახევარზე მეტი - 573 ადამიანი, ხოლო 153 კვლავ ებრძვის ვირუსს.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და უკვე 213 ქვეყანასია გავრცელებული. დადასტურებულია ინფიცირების 6 მილიონამდე შემთხვევა.