8 ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 16 წლისაა
8 ახალი კოვიდინფიცირებულიდან ერთი 16 წლისაა

A+ A-

11:30 29/05/2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან არც ერთი არაა ხანდაზმული.

„მათგან ერთი 16 წლისაა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოიხსენიება, როგორც მოზარდი. 16 წელი უკვე გარკვეულწილად, სცილდება ბავშვთა ასაკს. ამ 8 ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება.

ვნახოთ, დღეს გაფართოებული კვლევებით რას მივიღებთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა.