მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს - ჯანმოს წარმომადგენელი
მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს - ჯანმოს წარმომადგენელი

A+ A-

11:17 29/05/2020

მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლმა მარია ვან კერხოვმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აზიისა და ევროპის რიგ ქვეყნებში კვლავ შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

„ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ ფაქტით, ვინაიდან ამ ვირუსს ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი აქვს. ჩვენ უკვე ვიხილეთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ვირუსი მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზე. ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

დადასტურებულია ინფიცირების 6 მილიონამდე შემთხვევა.

ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯანმოს ადანაშაულებს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეაგირება დააგვიანა.

მეტიც, ტრამპი ჯანმოს დაფინანსების სამუდამოდ შეწყვეტითაც კი დაემუქრა.