პრემიერს პარლამენტში ჰქონდა საარჩევნო კამპანია, როგორც კორონასთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვებულ გმირს - იაგო ხვიჩია
პრემიერს პარლამენტში ჰქონდა საარჩევნო კამპანია, როგორც კორონასთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვებულ გმირს - იაგო ხვიჩია

A+ A-

18:46 28/05/2020

„პრემიერს ჰქონდა ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, როგორც კორონასთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვებულ გმირს“,- ასე აფასებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გუშინდელ ვიზიტს.

როგორც ხვიჩიამ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, გახარიას იმ ტონით საუბარი არ გაოუვიდოდა, ოპოზიციას, რომ ეღიარებინა, საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერა შეცდომა იყო, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყენა ხელისუფლებამ

„პრემიერს ჰქონდა ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, როგორც კორონასთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვებულ გმირს.

ოპოზიციას კი ჰქონდა შანსი დაემტკიცებინა საწინააღმდეგო, მაგრამ ამაში ხელი შეუშალა იმან, რომ მათ ვერ შეძლეს აღიარება იმისა, რომ შეცდომა იყო იმის მხარდაჭერა რასაც ხელისუფლება ძალადობრივად აკეთებდა კორონასთან ბრძოლის ფარგლებში“,-განაცხადა ხვიჩიამ სააგანტოსთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის ქმედებებს ეხებოდა. ანგარიში წარდგენა და მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა.