საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება ვერ ჩაირთვება, პირბადეები ატარეთ - კალაძე
საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება ვერ ჩაირთვება, პირბადეები ატარეთ - კალაძე

A+ A-

18:10 28/05/2020

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება დროებით ვერ ჩაირთვება, ხოლო მგზავრებს პირბადეების ტარება მოუწევთ. ამის შესახბ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხვალიდან სრულყოფილად დაიწყებს მუშაობას როგორც მიკროავტობუსები, ასევე მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. შეზღუდვებს რაც შეეხება, ერთადერი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის პირბადეებით ასვლა ტრანსპორტში და გადაადგილება. ასევე, რაც მოგვიწოდეს და გვითხრეს დარგის სპეციალისტებმა, დროებით კონდიცირება ვერ ჩაირთვება, სანამ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. შემდეგ ვნახოთ, რა რეკომენდაციოები იქნება“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ხვალ, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.