იქნებ ბინების ფასების შემცირება პირიქით ყოფილიყო სტიმული ტურიზმისთვის? - შერგელაშვილი
იქნებ ბინების ფასების შემცირება პირიქით ყოფილიყო სტიმული ტურიზმისთვის? - შერგელაშვილი

A+ A-

17:10 28/05/2020

იპოთეკურ-საბანკო კრიზისის მკაფიო ნიშნების გარეშე სესხების სუბსიდირება შესაძლოა, მხოლოდ უძრავ ქონებაზე არაბუნებრივად მაღალი ფასების თუნდაც მცირედით შემცირების საწინააღმდეგო ნაბიჯია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფრატრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წერს და მთავრობის მიერ, დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმაურება.

"იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონოდა "გამართლება", თუ იმდენად კატასტროფულად მცირდება უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და შესაბამისად უძრავი ქონების ფასი, რომ ამან შეიძლება საბანკო სექტორს მიაყენოს დარტყმა (დაახლოებით 2008-2009 წლის კრიზისის მსგავსად). ამჯერად ამის ნიშნები არ არის. თუ შევხედავთ დასაქმების დარგობრივ სტრუქტურას, კორონაკრიზოსის შედეგად დარჩენილი უმუშევრების სავარაუდო რაოდენობის (აქედან წლის ბოლომდე და არა უშუალოდ საგანგებო მდგომარეობის დროს) და მათი შემოსავლების სეგმენტის გათვალისიწინებით, ეს მნიშვნელოვან დარტყმას ვერ მიაყენებს მოთხოვნას უძრავ ქონებაზე. მხოლოდ ტურისტული მიზნებით (შემდგომში გაქირავების მიზნით) უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდება შედარებით მკვეთრად. შარშანდელი გავრილოვის ამბების შემდეგ ამ სეგმენტმა ისედაც დაიწყო შემცირება და წელსაც გაგრძელდებოდა. ამრიგად, იპოთეკურ-საბანკო კრიზისის მკაფიო ნიშნების გარეშე სესხების სუბსიდირება შესაძლოა მხოლოდ უძრავ ქონებაზე არაბუნებრივად მაღალი ფასების თუნდაც მცირედით შემცირების საწინააღმდეგო ნაბიჯია, 150 მლნ ს ბინების ყიდვაც სახელმწიფოს მიერ ამ პიესიდანაა. და იქნებ ბინების ფასების შემცირება პირიქით ყოფილიყო სტიმული სწორედ ტურისტებზე გასაქირავებელი ფართებში ინვესტირებისთვის...", - წერს შერგელაშვილი.

ცნობისთვის, დეველოპერული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, მთავრობა ასუბსიდირებს იპოთეკური სესხების 4 პროცენტს. სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. ეს დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირებდა 7%-მდე.

მარტივად, რომ განვმარტოთ, თუ იპოეთეკით სახლის ყიდვას აპირებთ – 5 წლის ვადით სესხის პროცენტის ნაწილს მთავრობა გადაიხდის.