ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს, წინ ვერ წავა-აიეტი კუკავა
ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს, წინ ვერ წავა-აიეტი კუკავა

A+ A-

16:46 28/05/2020

COVID-19-ის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაშია და ეს ყველაზე მძიმედ განვითარებად ეკონომიკებზე, მათ შორის საქართველოზე აისახება. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თითქმის ყველა სექტორი. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პრიორიტეტულ სექტორებად ტურიზმი და სოფლის მეურნეობა დასახელდა, შესაბამისად, მათი ხელშეწყობისთვის არაერთი შეღავათი დაწესდა.

„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე და „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა „კომერსანტთან“ პანდემიის პირობებში სხვადასხვა სექტორის ხელშეწყობისთვის ლიზინგის სფეროს აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ლიზინგის განვითარების მნიშვნელობა, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ტურიზმში. საქართველოში ფინანსური ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებელია, ამ სიტუაციაში კი ლიზინგის არსებობა აუცილებელია.

მსგავსი გლობალური კრიზისის დროს ჩვენი ეკონომიკისთვის საშიშროება ის არისრომ მაკროეკონომიკური რყევები აუცილებლად უარყოფით გავლენას ახდენს ბანკებზეშესაბამისად, ისინი ვერ დაეხმარებიან მათ უკან მდგომ შვილობილ ან დაკავშირებულ კომპანიებს სამშენებლოსადაზღვევოჯანდაცვის და სხვა დარგებშივინაიდან ამ კომპანიების ძირითადი უპირატესობა თავიანთ დარგში არის ის, რომ ისინი საკუთარი ბანკების მიერ ფინანსდებიანშესაბამისად, კრიზისი ჩაითრევს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს დაწყებული ბანკებიდან გაგრძელებული მათი შვილობილი კომპანიებით. ეს კი ეკონომიკის დღევანდელი ნაკლებ დივერსიფიცირებულობის პირობებში სერიოზულ კოლაფსს გამოიწვევსდღეს ეროვნულ ბანკზე გავლენა გარკვეულ საბანკო ჯგუფებს აქვთშედეგად  მხოლოდ ეს საბანკო ჯგუფები ღებულობენ სარგებელს დანარჩენი ეკონომიკის ხარჯზეეკონომიკა რადგან  დივერსიფიცირებული არ გვაქვსმეორეს მხრივ ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ნელა იზრდებარაც აისახება მთელი ეკონომიკისა და ქვეყნის მიერ გარე მოზიდულ ფონდების და ინვესტიციებში მაღალ სარგებლის განაკვეთებშიშესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ასეულობით მილიონით ზედმეტად გადახდილ ფინანსური ხარჯში. სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლიზინგს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოსთავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარება კი აგრო ტურიზმს განავითარებს და ტურიზმის დარგს უფრო მომგებიანს გახდის ქვეყნისათვის“, - განმარტავს აიეტ კუკავა.

ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ წლებია ეროვნული ბანკი ეკონომიკის მთავარი მრჩეველის როლში გამოდის, ცდილობს ნაკლები რისკი აიღოს და ყველა ის დარგი რაც არ ესმის ან არაკომფორტულად მიაჩნია შეზღუდოს, მათ შორის სალიზინგო საქმიანობა.

უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობსრომ ეკონომიკურ საკითხებზე მხოლოდ ეროვნული ბანკის პოზიციას უსმენენ და არა დარგის პროფესიონალებსმით უმეტეს ლიზინგის დარგშისადაც ეროვნულ ბანკსრბილად რომ ვთქვათამ სფეროს შესახებ წარმოდგენა არა აქვსწლებია ეროვნული ბანკი გამოდის ეკონომიკის მთავარი მრჩეველის როლშიცდილობს ნაკლები რისკი აიღოს და ყველა ის დარგი,რაც არ ესმის ან არაკომფორტულად მიაჩნია, შეზღუდოსეროვნულმა ბანკმა თავის დროზე ყველა ის დარგი რაც არ აინტერესებდა დაასუსტამაგალითისთვის ავიღოთ კაპიტალური ბაზარირომლის ზედამხედველობის როლის აღების შემდეგ 2008 წელს ბირჟისბროკერების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდაიგივე ხდება ლიზინგისმიკროსაფინანსო ორგანიზაციებისსაინვესტიციო ფონდებისვენჩურული კაპიტალის კუთხითროდესაც კანონმდებლობის განხილვაა და გვიწვევენროცა იქ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არიანყველა წამყვანმა ბიზნესმა იცისრომ ამ შემთხვევაში საქმე არ გაკეთდებაქვეყანარომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს,ის წინ ვერ წავარადგან ეკონომიკური პოლიტიკა ვიწრო საბანკო-კომერციული აზროვნების იქნებაეროვნული ბანკი კი თავის მხრივპატარა ინტერვენციებს აკეთებსისიც იმდენად  უმნიშვნელოსრომ მხოლოდ იმაზე ფიქრობს რამე არ გააფუჭოსშეცდომა არ დაუშვას და ამის შიშით ფაქტიურად უმოქმედოდ არიან, - აცხადებს აიეტ კუკავა.

წყარო: კომერსანტი