მთავრობა წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს
მთავრობა წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს

A+ A-

12:49 28/05/2020

მთავრობა წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე ხუთი წლის განმვალობაში იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა ეკუთვნის და მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისთვის.

„ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომელმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან რაღაც დანაზოგები აქვთ, რომელიც მათ განზრახული ჰქონდათ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართეთ ძალისხმევა სამშენებლო სექტორის მიმართ და ის პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იქნება, არის აბსოლუტურად რეალისტური და კონკრეტული“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა გვერდით დაუდგება და დაეხმარება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გადაწყვეტს.

„მე ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე პუნქტს ამ პროგრამიდან: პირველი – საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის პროცენტს, ოთხ პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, ხუთი წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას, სამშენებლო ბაზარზე. რა თმა უნდა, ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა პრემიერმა.