ტრამპი სოციალურ ქსელებს უპირისპირდება - აშშ-ის პრეზიდენტი სპეციალურ ბრძანებას გამოსცემს
ტრამპი სოციალურ ქსელებს უპირისპირდება - აშშ-ის პრეზიდენტი  სპეციალურ ბრძანებას გამოსცემს

A+ A-

11:47 28/05/2020

დონალდ ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს ბრძანებას, რომელიც სოციალურ მედიას ეხება, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა, არ დააკონკრეტა ბრძანებულების დეტალები. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ დახურავდა სოციალური მედიის პლატფორმებს. დონალდ ტრამპის სოციალური ქსელებით გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი პოსტისთვის, ინფორმაციის გადამოწმების ბმულის დამატებამ გამოიწვია.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალ ბრძანებას გამოსცემს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა გაავრცელა, თუმცა მას ბრძანებულების დეტალები არ დააუკონკრეტებია.

როგორც ცნობილია, ბრძანებულების გამოცემა, ტრამპის მიერ "ტვიტერის" არჩევნებში ჩარევაში დადანაშაულებას უკავშირდება.
თეთრი სახლის ლიდერი მიკრობლოგს უკვე დაემუქრა.

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც სამშაბათს, სოციალური მედიის პლატფორმამ მის განცხადებებზე ფაქტების გადამოწმების-გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა.

ცნობისთვის, „ტვიტერმა“ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მოგვიანებით, პრეზიდენტის აღნიშნული პოსტები გამაფრთხილებელი ნიშნებით მოინიშნა, რაც ინფორმაციის არასარწმუნოებაზე მიუთითებს.