სუსის ამომავალი ვარსკვლავის გასუსული ქონება - ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის "ცარიელ-ტარიელი" ნათესავი - მოადგილე ?
სუსის ამომავალი ვარსკვლავის გასუსული ქონება - ვინ არის გრიგოლ ლილუაშვილის "ცარიელ-ტარიელი" ნათესავი - მოადგილე ?

A+ A-

18:51 26/05/2020

12 000 ლარიანი ავტოფარეხი, 10 000 დოლარიანი იპოთეკური სესხი  და 2 535,69 ლარიანი სახელფასო ანგარიში - ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, პრემიერ-მინისტრობისთვის „გახაზირებული“ გრიგოლ ლილუაშვილის  მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის ქონებაა.  არადა, ამ „უსახური“ და „გასუსული“ ქონების პატრონი კულუარებში ოფიციალურად დეკლარირებულ ქონებაზე მეტი გავლენების მფლობელია.

ის თვით ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის  „ხელდასხმული“ კადრია. მეტიც, მალე მან  შესაძლოა, მთელი „ქართული ოცნების“ სამთავრობო უსაფრთხოებაზე ზრუნვა გადაიბაროს - თვით სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძისგან.

კიდევ უფრო მეტიც,  „ღარიბმა“ ნიკოლეიშვილმა კარიერა  სწორედ უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ თანამშრომლად დაიწყო, ავიდა სუსის უფროსის მოადგილეობამდე და საკადრო კარუსელის შემდეგ - საიდანაც დაიწყო, სწორედ იმ სამსახურს ჩაიბარებს სამართავად.

სუსის ამომავალი ვარსკვლავის გასუსული ქონება

ნიკოლეიშვილი რომ ასეთ მცირე ქონებას ფლობს, მის მიერ 2020 წლის 18 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა. ამ „ღარიბი“ ქონების პატრონი კი,  „ქართული ოცნების“ ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც დღე-დღეზე გამოანათებს სუსის დარაბებიდან.  

ნიკოლეიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან კორუფციასთან იყო ასოცირებული და პოლიტიკოსთა საფუძვლიანი  ეჭვებით, სახელმწიფო ქონების დატაცებით იყო დაკავებული, არ ფლობს ავტომანქანას, ანაბრებს, ძვირადღირებულ ნივთებს, აქციებს ან კომპანიებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირად საკუთრებაში არც საცხოვრებელი სახლი აქვს.

თუმცა მისი მეუღლე ლუბა კორძაძე, რომელიც  ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლის ადმინისტრაციული ხელმძღვანელია, თბილისში, იყალთოს გორაზე ფლობს - 130 კვ.მ ბინას, რომელიც 2000 წელს 12 ათას დოლარად შეუძენია.

ლილუაშვილის მოადგილის მეუღლის საკუთრებაშია ამავე მისამართზე, 2 ათას დოლარად შეძენილი 78,83 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი და 22,52 კვ.მ ავტოფარეხი,  რომელიც ასევე 2 ათას დოლარად შეუძენია 2000 წელს. სწორედ ამ მისამართზე უკვე თავად ნიკოლეიშვილს შეუძენია მეორე - 17,4 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი 2019 წელს, უკვე 12 ათას ლარად.

ავტომანქანა  სუსის მაღალჩინოსანს პირად საკუთრებაში არ აქვს.  ალბათ არც სჭირდება და სახელმწიფოს „შავი ჯიპი“ ემსახურება.

სამაგიეროდ, მის დეკლარაციაში  ავტომანქანა ფიქსირდება მისი  მეუღლის საკუთრებაში - 2018 წელს, 7 ათას დოლარად  შეძენილი, Toyota RAV4.

ძალიან ღარიბად და „გასუსულად“ გამოიყურებიან სუსის პირველი თუ არა მეორე ან მესამე კაცის საბანკო ანგარიშებიც.

დეკლარაციის შევსების მომენტში მისი მეუღლე „თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 233 ლარს ფლობდა, ამავე ბანკის ანგარიშზე უფიქსირდებოდა ნიკოლეიშვილსაც მხოლოდ  2  535,69 ლარი.

იპოთეკური სესხის სახით 2013 წელს ნიკოლეიშვილს 10 ათასი დოლარი აუღია თიბისი ბანკიდან“ 10 წლის ვადით და პროცენტის გადასახადი ყოველთვიურად 1 800 დოლარს შეადგენს.

 სწორედ აქ სრულდება ნიკოლაიშვილისა და მისი მეუღლის ქონება, შემოსავალიც და გასავალიც.  დეკლარაციაში სხვა რაიმე სახის ქონების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

გავლენების შუაგულში - ცარიელი ქონებით  და  ოპერატიული თანამშრომლობიდან  - თვით ჩუბინიძის პოსტამდე

ჩუბინიძე: შს მინისტრის ...

როგორც ინფორმირებული პირები ამბობენ,  გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, გიგა ნიკოლეიშვილს ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ლობირებს აქტიურად.

„2020NEWS“ უკვე წერდა ნიკოლეიშვილის პერსონის შესახებ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა გრიგოლ ლილუაშვილმა იგი ჯერ დედაქალაქის მერიაში, დავით ნარმანიას მერობის დროს,  ვიცე-პრემიერის პოსტზე განწესების  შემდეგ მიიყვანა და დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის მართვა ჩააბარა, შემდეგ კი მერის მოადგილის პორტფელიც ანდეს. უფრო მოგვიანებით კი, ლილუაშვილმა ნიკოლეიშვოილი სუსში მოადგილედ წააიყოლა. მანამდე ნიკოლეიშვილმა, ანუ  დედაქალაქის მერად კახა კალაძის არჩევის შემდეგ, მერიიდან  გომელაურის უწყებაში გადაინაცვლა და შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გახადა გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს.

ახლა ლილუაშვილსა და მამაცაშვილს ალბათ, არ გაუჭირდებათ ამ პერსონის კიდევ უფრო დაწინაურება.

როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, კულუარული ინფორმაციით, თუ გრიგოლ ლილუაშვილი გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე შეცვლის, რაც უკვე დაგეგმილია   და წარმოებაში ჩასაშვებად გამზადებული პროექტია „შუშის სასახლეში“, სუსის უფროსი სახელმწიფო დაცვის სამასახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე გახდება. ჩუბინიძის პოსტსა და მთელი „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე სწორედ სუსის „ღარიბი“ მაღალჩინოსანი ნიკოლეიშვილი იზრუნებს.

“2020NEWS“-მა „ოცნების“ ამომავალი ვარსკვლავის ბიოგრაფიასაც გადახედა. ვიდრე ნიკოლეიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნებოდა, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამ დროს მინისტრი, არც მეტი და არც ნაკლები,  თავად პრემიერი გიორგი გახარია იყო.

კვირის პალიტრა - მამისთვის ნაჩუქარი ...

ფაქტია, ასეთი ღარიბი ქონების პატრონი გავლენების შუაგულში და გავლენიან წრეებში ტრიალს მოკლებული ნამდვილად არაა. მეტიც, ის იქ მიღებული კაცია. ამის გამო კი, მისი ასეთი ღარიბი ქონება,  სწორედაც რომ საეჭვოდაა გასუსული!

აქვე, დეკლარაციიდან მისი ქონებრივი შესაძლებლობების კიდევ ერთ საინტრესო და გასაჯაროებულ მონაცემს მოგაწვდით.

სუსის მაღალჩინოსანს, ხელფასის სახით, 2019 წელს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობისას,  მიღებული აქვს  61 794,58 ლარი, ხოლო სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე  - 23 000 ლარი. მის მეუღლეს ლუბა კორძაძეს კი, სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობდაზე მუშაობისას 6 528 ლარი აქვს აღებული.

სუსის მაღალჩინოსნის ბიოგრაფიას რომ გადახედავთ, ნამდვილად ჩნდება კითხვა, როგორ მივიდა ნიკოლეიშვილი გავლენებამდე ასეთი ღარიბ-ღატაკი?  

ნიკოლაიშვილს 2014-2016 წლებში სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა, ხოლო 2013-2014 წლებში შპს ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილიში“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო;

მის ბიოგრაფიაში ასევე წერია, რომ 2012-2013 წლებში იყო შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“, დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010-2012 წლებში კი - შპს ,,სპრინგში“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მას ასევე მაღალი თანამდებობები ეკავა.

2008-2010 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ;

2006-2007 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს უფროსი;

1997-2003 წლებში იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში მუშაობდა, ხოლო 1994-1997 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი.

უსაფრთხოების სამსახურის საქმეები კარგად რომ ესმის ლილუაშვილის მოადგილეს და ჩუბინიძეს სწორად შეურჩიეს შემცვლელი, ამ ბიოგრაფიული მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს. უსაფრთხოების სამსახურის მიმართულებით, მას თვით „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ეკავა მაღალი თანამდებობები“.  უფრო მეტიც, ეს კადრი საზოგადოებრივ და საჯარო ცხოვრებაში, 1994 წლიდან  სწორედ უსაფრთხოების სამსახურიდან შემოვიდა, ანუ მისი პირველი სამსახურიც  კი სწორედ ამ სფეროს უკავშირდება. 

ფაქტია, კადრი საგულდაგულოდაა შერჩეული ჩუბინიძის შემცვლელად და ეს იმას ადასტურებს, რომ ადრე თუ გვიან, სამთავრობო კარუსელი აუცილებლად დატრიალდება. ლილუაშვილი პრემიერი გახდება, ჩუბინიძე სუსის უფროსი, ნიკოლეიშვილი სამთავრობო დაცვას ჩაიბარებს, გახარია კი ან წავა და ან - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას ჩაუდგება სათავეში, პანდემიასთან ბრძოლის დროს ამომრჩევლის გულის მოგების სანაცვლოდ და პარტიაც ასე დაუფასებს ღვაწლს,  რაზეც 2020NEWS“ უკვე წერდა.

რუსა მუმლაძე

მარიამ მაჭარაშვილი